გურამ მაჭარაშვილი - ისე მიდის საქმე, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს - გვარამია გააბრაზეს, არ უყიდეს კარავი და აღარ დადის აქციებზე

ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება ისე გაქრეს, გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს - პრაქტიკულად, გეგმაში არიან ჩაკარგულები, იმიტომ, რომ რეალურად, გეგმა არ არსებობს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის აქციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი ხალხის გაბრაზება იყო, სინამდვილეში კი თავიანთი ამომრჩეველი და ერთმანეთი გააბრაზეს.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციაში, პრაქტიკულად, არის ნიჰილიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სხვაობით დამარცხდნენ ამ არჩევნებზე. ვერც გაყალბების მტკიცებულებები წარმოადგინეს, ვერც პროკურატურაში, ვერც საჯარო სივრცეში, ამავდროულად, თავიანთივე ამომრჩეველი არის გაბრაზებული. მათი გეგმა იყო, რომ გაებრაზებინათ ხალხი, რეალურად თავიანთი ამომრჩეველი გააბრაზეს და ერთმანეთი გააბრაზეს. მაგალითად, გვარამია გააბრაზეს, არ უყიდეს კარავი და აღარ დადის აქციებზე და მათ შორის, მათივე ამომრჩევლები ამბობენ, რომ ისინი გეგმაში არიან ჩაკარგულები პრაქტიკულად. საქართველოს რუკაზე ფერებში ჩაიკარგნენ და ვერ დაადგინეს ფერები და ახლა ღონისძიებებზე ჩაიკარგნენ გეგმებში, იმიტომ, რომ გეგმა რეალურად არ არსებობს. ერთადერთი გეგმა, რაც გამოაცხადეს არის მამუკა ხაზარაძე და მამუკა ხაზარაძის გეგმა არის, რომ თვითონ გადარჩეს და სხვა ჩაძიროს. ეს არის რეალობა. შესაბამისად, ყოველდღიურად ვხედავთ იმას, რომ ე.წ. აქციებზე თავიანთივე ამომრჩეველი საყვედურობს, რომ ოპოზიციას არც გეგმა აქვს, არც მიზანი. ამიტომ ისე მიდის საქმე, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება ისე გაქრეს, რომ გასამართლებაც აღარ დაგვჭირდეს. ეს არის რეალობა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის