მამუკა მდინარაძე - ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! - ტრამპის კამპანია აგებული იყო მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების ნარატივზე, ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია

არჩევნებში არა თუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა - ამ შემთხვევაში მითუმეტეს! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს აშშ-მა გადატვირთვის ნაწილში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისიამ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ რატომ ცნეს ლეგიტიმურად საქართველოს არჩევნები.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე.

„ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! მათ რომ ჰკითხო, ამერიკელები დღეს ჩელისბინკში გაიღვიძებენ, რადგან არჩევნებში ტრამპი იმარჯვებს. ახლა წარმოიდგინეთ კამალა ჰარისმა რომ დაიწყოს, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ - დაახლოებით ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში.

ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე. ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. აქ რომ ქილიკობდნენ: ეგ რა სალაპარაკოაო, აშშ-ს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ღიად საუბრობდა, თურმე ეს ქართული ნარატივი კი არ ყოფილა, არამედ მსოფლიოში არიან ლიდერები, მათ შორის აშშ-ში აწ უკვე არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამ თემაზე ღიად ლაპარაკობდა და საქილიკო არაფერი ყოფილა.

თურმე ტრადიციებსა და ფასეულობებზე მხოლოდ 4 მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ, არამედ ამ ნარატივის გამო - რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, აშშ-ს მოსახლეობა მხარს უფრო მეტად იმ ლიდერს უჭერს, ვინც ამ კამპანიას მიყვება.

ამიტომაც არ უხარია ჩვენს ოპოზიციას არჩევნებში ტრამპის გამარჯვება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს