მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით, უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივა და აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შანსი იზრდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით, უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივა და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შანსი იზრდება.

როგორც მან ჟურნალისტებს აშშ-სთან სამომავლო ურთიერთობების გაგრძელების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მას გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„არათუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში და დროს, გადატვირთვის პოლიტიკის ჩვეულებრივი პოზიტიური მოლოდინი გვქონდა. ამ შემთხვევაში მით უმეტეს. ამ მოლოდინს მაძლევდა ომის დამთავრების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში, რადგან ომის დამთავრების პერსპექტივა, შანსი უფრო მეტია, იზრდება, შესაბამისად, ურთიერთობების გადატვირთვის შანსიც, ჩვენი აზრით, იზრდება. ეს ეხება ორივე მხარეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში