პროკურორი - გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა ან დაკითხვა, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს - ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა ან დაკითხვა, რომელიც ფლობს ინფორმაციას არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მაგისტრატი მოსამართლეების წინაშე დღეს სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია გამოიკითხა.

ჩაჩავას თქმით, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრისას თოლორაია ძირითადად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ პირდაპირ ამ პროცესს არ დასწრებია.

„როგორც მოგეხსენებათ, გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე სხვადასხვა მასობრივი საშუალებებით, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გავრცელდა სხვადასხვა მოსაზრებები არჩევნების გაყალბებასთან და სხვადასხვა დარღვევასთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, აუცილებლად მოხდება ყველა იმ პირის გამოკითხვა ან დაკითხვა საგამოძიებო ორგანოში, რომელიც ფლობს ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ ვთხოვთ წარმოგვიდგინონ კონკრეტული მტკიცებულებები. დაიგეგმება საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდება ობიექტური, სრული და გამჭვირვალე გამოძიება. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეს, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ის დაბარებული იყო მაგისტრატ მოსამართლესთან, თუმცა მოწმის ჩვენება ძირითადად ეყრდნობოდა მათ მიერ გავრცელებულ ბრიფინგებს და საჩივრებში მითითებულ გარემოებებს, კონკრეტული დეტალიზაცია არ მომხდარა. დღევანდელ სხდომაზე არ წარმოდგენილა სხვადასხვა მტკიცებულებები, თუმცა შესაბამისი ორგანოებიდან ამ მტკიცებულებების გამოთხოვა მოხდება. წუხილი იმის შესახებ, რომ არ ჩატარდება გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, საფუძველს მოკლებულია. აუცილებლად, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება იმისთვის, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს", - განაცხადა პროკურორმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება