კახა კალაძე - რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული - მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით

მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით - რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს ვისმენთ, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, სიცრუეს და არასწორ განცხადებებს ვისმენთ არჩევნებთან დაკავშირებით.

„რეალურად არაფერი ხდება. ვისმენთ სიცრუეს და არასწორ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს მოგონილია! მცდელობაა, თავისუფალ არჩევნებს რაიმე ჩრდილი მიაყენონ. ამაში ჩართულია რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ერთი არავინ გამოჩნდა კონკრეტული მტკიცებულება რომ წარედგინა პროკურატურისთვის, ან საზოგადოებისთვის. ბოლო დღეებია ვისმენთ რადიკალების პოლიტიკურ კინტოურს, კონკრეტული როლები აქვთ გადანაწილებული. მცდელობა აქვთ სახე შეინარჩუნონ ამომრჩევლის წინაშე. ეს არის რეალობა. ჯერ ატყუებდნენ ვიგებთო, რეალურად საზოგადოებამ შესაბამისი ადგილი მიანიჭა, რასაც იმსახურებენ. დღეს მცდელობა აქვთ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ და სახე შეინარჩუნონ. ეს არის მოცემულობა”, - აღნიშნა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა