მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვება მინდა მივულოცო - რაღაც ხორხოცი აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო - არა, მეგობრებო! ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება, პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ ამერიკელებს მხარდაჭერა არასდროს შეუჩერებიათ

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც მან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ აშშ-ში ტრამპის გამარჯვებით, საქართველოში „ოცნება“ გაიმარჯვებს.

„მინდა პრეზიდენტ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. ეს არის ამერიკელი ხალხის ნების გამოხატულება და ეს არის მათი არჩევნები. მივულოცავ, მაგრამ აქვე შევახსენებ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა იყო, რომელმაც როცა ანაკლია გააჩერეს, ტრამპის უახლოესი მეგობრის, მისი ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის ინვესტიცია შეაჩერეს და ის ამ ქვეყნიდან გააგდეს; მე გავახსენებ, რომ ტრამპის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ჩინეთი და რუსეთი არ არიან თქვენი მეგობრებიო და სასწრაფოდ დაამთავრეთ ანაკლიაო. ამათ ილუზია არ ჰქონდეთ! რაღაც ხორხოცი რომ აქვთ, ტრამპი მოვა და „ოცნება“ გაიმარჯვებსო. არა, მეგობრებო! თქვენ ნახავთ, როგორი პოლიტიკა იქნება. პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც იყო ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ მათ მხარდაჭერა და მეგობრობა არასდროს შეუჩერებიათ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია