გიორგი ვაშაძე - დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე - დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება

დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე - დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას სისტემურად უდგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„დონალდ ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ. სხვათა შორის, ბიულეტენები იქ არ ჟონავდა, ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომლის წარმომადგენლებიც ვიყავით მიწვეული დონალდ ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს. სანამ აქ მოვიდოდი, დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს ვესაუბრე და ეს გამარჯვება მივულოცე. დარწმუნებული ვარ, ამერიკა საქართველოს გვერდით იქნება... ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას სისტემურად უდგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დონალდ ტრამპს თინა ბოკუჩავა და მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქს და „რუსეთუმეს“ უწოდებდნენ და ახლა რა შეიცვალა, ვაშაძემ განაცხადა, რომ „ამერიკას პარტიებით არ არჩევენ“.

თინა ბოკუჩავა პირადად იყო მიწვეული იყო ტრამპის კანდიდატად წარდგენის დროს, მე იქ არ მინახავს არცერთი „ქოც“ წარმომადგენელი, რომელიც იქ იქნებოდა, რადგან ჩვენ ორივე პარტიასთან თანაბარი პარტნიორობა გვაქვს. ზალკანიანი, რომელიც იქ შეიპარა და ჩუმად იჯდა, „ქართულ ოცნებას“ არ წარმოადგენდა, ის საქართველოს წარმოადგენდა, რადგან ჯერჯერობით, ელჩია. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი იქ არ იყო, ვერც იქნებოდა. შეგახსენებთ, რომ როცა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში იყო ჩასული, ის ტრამპთან, მის გუნდთან შეხვედრას შეეცადა, მას უარი უთხრეს. ჩვენ ამერიკას პარტიებით არ ვარჩევთ, ამერიკისგან ჩვენს ხალხს სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა