ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ გერმანიის კანცლერის პრესსპიკერზე, შტეფენ ჰებესტრეიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდროდ ითანამშრომლონ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვულოცავ. ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით. რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით. მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიასა და აშშ-ს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

„დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ვულოცავ. გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რაც ოკეანის ორივე მხარეს კეთილდღეობასა და თავისუფლებას ხელს უწყობს. ჩვენ ამის გაკეთებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ გავაგრძელებთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს