ნათია მეზვრიშვილი - ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება - ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა

ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გამოძიება ყურადღებას მიაქცევს მის მიერ დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს არჩევნების გაყალბებაზე, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს.

„ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საბოლოოდ, გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას ყველაფერი მოგეჩვენათ, თქვენ არაფერი წარმოგიდგენიათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და ეს არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდება, რომ გაყალბებული არჩევნების თვითლეგიტიმაცია მოახდინოს ივანიშვილმა. ვფიქრობ, გამოძიება თუ მიაქცევს ყურადღებას იმას, რაზეც ვისაუბრე, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები არჩევნებამდე გაყალბდა. არჩევნები მხოლოდ 26 ოქტომბერს არ გაყალბებულა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ გამოკითხვაზე არჩევნების გაყალბების თაობაზე სხვადასხვა მტკიცებულებები წარმოადგინა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს არცერთი ინსტიტუტი არ იყო ქვეყანაში დარჩენილი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრებდა.

„მოვედი პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები არის დასაცავი და მე აქ დღეს პარტიის სახელით ვიმყოფები. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინა, რომელიც მათ შორის აქ მოვიტანეთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს გავაკეთეთ და ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ის, რაც ვიხილე ამის მოლოდინი მქონდა. შემიძლია გითხრათ, საით წავა ეს ყველაფერი, აქამდეც ვვარაუდობდი, მაგრამ დღეს დავრწმუნდი. ეს არის ვიწრო გამოძიება, ძალიან ვიწრო მუხლით", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ საგამოძიებო უწყებები არჩევნების გაყალბების დეტალური, სიღრმისეული შესწავლით არ დაინტერესდებიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის