გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან ერთად დაათვალიერა.

სკვერი დღესვე, 19:00 საათზე კონცერტით გაიხსნება.

„გლდანის მესამე მიკრორაიონში ვიმყოფებით, სადაც დავასრულეთ მე-9 კორპუსის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდით და გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო. დღეს ტერიტორია სრულად განახლებული და მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათება, გაჩნდა სივრცეები, სადაც პატარებს შეუძლიათ თამაში. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან აქ იყო უსახური ფარეხები, რომლებიც ავიღეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი სივრცე გამოვიდა, რეაბილიტირებულია საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. დღეს, 19:00 საათზე გაიმართება კონცერტი და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მობრძანდეს და ისიამოვნოს დღევანდელი საღამოთი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

„დაახლოებით 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი, ფიტნეს ზონა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ადგილზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონებს, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 242 522 ლარი დაიხარჯა.

გასულ წელს, აღნიშნული სკვერის მიმდებარედ, მესამე მიკრორაიონის N85 კორპუსთან, ერთ ჰექტარზე მოეწყო მრავალფუნქციური სივრცე, წელს კი გლდანის რაიონის გამგეობამ დარჩენილი ნაწილი - 6000 კვადრატული მეტრი კეთილმოეწყო. ჯამში, 16 000 კვადრატზე მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე შეიქმნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა