ანა დოლიძე - პრეზიდენტთან საუბარი იყო როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა - ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით, დიპლომატიური მიმართულებით

როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა, რა პერსპექტივა აქვს ამას დღევანდელ ვითარებაში, ამაზე იყო საუბარი, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აწვდის ზუსტ ინფორმაციას ევროპელ პარნიორებს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა აქვს ჩვენს მეგობრებთან. პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კავშირზეა, საქმის კურსშია მთელს პროცესებთან მიმართებაში, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში და აწვდის ზუსტ ინფორმაციას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ოპოზიცია განსაკუთრებით გააქტიურდება დიპლომატიური მიმართულებით.

„ახლა ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულია, ადევნებს თვალყურს აქ რა ხდება. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი. მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი? - ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო