ნიკა გვარამია - თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება, ბევრი შეგროვდა და კიდევ გროვდება - შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე, განაწილებული გვაქვს როლები

თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გვარამიამ მედიასთან საუბარში ასევე განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდა აქციებს ბოლო პერიოდის განმავლობაში.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე, ძალიან ცდება. ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება. ეს შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე, ჩვენ განაწილებული გვაქვს როლები როგორც ჩვენი კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციაში. საქმე არის ძალიან ბევრი და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რათა კოორდინირებული იყოს ეს ქმედებები და მაქსიმალურად ეფექტიანი”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა