პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

ლიდერებს შორის, რომელთანაც პრეზიდენტს საუბარი ჰქონდა, არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სო, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონ.

ინფორმაციისათვის, 7 ნოემბერს, ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი გაიმართება.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში