მამუკა ხაზარაძე - მაგისტრატ მოსამართლეს მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან: როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე მივიდა.

ხაზარაძის თქმით, ის აუცილებლად მოუყვება სასამართლოს იმას, რაც თვითონაც კარგად იციან - „როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები“.

„ჩემი სასამართლოში ყოფნა კი არ არის მნიშვნელოვანი, ამ სიყალბეში რომ მაღებინებენ მონაწილეობას, ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რადგან ეს არც სასამართლოა და არც პროკურატურა გვყავს, რომელიც ობიექტურია. 3 წელი გავატარე ამ სივრცეში ყალბი ბრალდებებით და ბოლოს ისეთი რაღაც „გამოცხვეს“, რაზეც საერთოდ არ გვიმსჯელია...

მე კანონმორჩილი ვარ, რადგან დამიბარეს სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან, მე გამოვცხადდი. აუცილებლად მოვუყვები იმას, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან: როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „კლანმა“არჩევნები, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს. სანამ ქართველი ხალხი არ მიხვდება, რომ საჯარო სექტორი, მოსამართლეები, პროკურორები ჩვენ უნდა გვემსახურებოდნენ, რადგან ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება“,- გამაცხადა ხაზარაძემ „ტვ პირველთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება