რიჰარდ კოლსი - მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას -  არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და ევროპულ მისწრაფებებს

არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს. სასწორზე მათი მომავლის სამართლიანობაა”, - წერს კოლსი.

კოლსი საქართველოს შესახებ ევროპული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის 30 ლიდერის და წევრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერიცაა, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, არჩევნებში დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების შექმნასა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას მოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს