მიხეილ სააკაშვილი - ჩვენთან არჩევნები რუსებმა მოიპარეს, ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ და ბევრს ჰგონია, რომ ჩვენთან ეს უკვე მომხდარი ფაქტია და შევეგუეთ - არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი

ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია - არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, ამას ყველა გაიგებს და დააფასებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, CNN-ზე ჟურნალისტებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენჯერმე აღნიშნეს -"საქართველოში მოპარული არჩევნები“.

სააკაშვილის თქმით, ამ კომენტარებით ნათელია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო რომ „საქართველოში არჩევნები რუსებმა მოიპარეს“.

“ღამით CNN-ზე ამერიკული არჩევნების გაშუქებისას, ჩემი დათვლით, 6-7-ჯერ ახსენეს. ჟურნალისტების თქმით: "საქართველოში მოპარული არჩევნები“.

ასევე ამერიკის ძირითად არხებზე აჩვენეს ჯორჯიას შტატის არჩევნებში რუსეთიდან განხორციელებული ჩარევის თაობაზე.

ჯორჯიას შტატის სახელმწიფო მდივნის (ბრედ რაფენსპერგერი) მიერ ატლანტაში გამართული პრესკონფერენცია, რომელზეც მან კონკრეტულად განაცხადა "რუსებს აშკარად შეეშალათ, რომ გადაწყვიტეს ჯორჯიას შტატის არჩევნებში ჩარევა და ჰგონიათ, რომ ჩვენთან ისევე გამოუვიდოდათ ეს, როგორც შავ ზღვაზე მყოფ ჯორჯიაში. დაკავდნენ ისევ თავისი მეზობლით ჩვენთან ვერაფერს გააწყობენ."

ამ კომენტარიდან გამოვიტანე 2 აზრი, ერთის მხრივ ის, რომ ჩვენთან არჩევნები რუსებმა მოიპარეს ეს გაიგო მთელმა მსოფლიომ და მეორეს მხრივ, ბევრს ჰგონია, რომ ჩვენთან ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ჩვენ მას შევეგუეთ.

ამაზე ჩემი მოწოდება მხოლოდ ერთია - არ უნდა მოვიჭრათ თავი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ თავისუფლების ღირსი და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის ამას ყველა გაიგებს და დააფასებს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე