გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოება, ნაცვლად იმისა, რომ გაიაზროს რა დრამატული არჩევანის წინაშე დგას, ჭორაობის რეჟიმზეა გადასული, რომლის დასასრული არის ის, რომ ჩვენს შვილებს ჩააცმევენ ჩექმას, ფარაჯას და გაუშვებენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ გაიაზროს, რა დრამატული არჩევანის წინაშე დგას ამ მომენტში, განიხილავს იმას, ერთმა ლიდერმა რა თქვა, მეორემ რა უპასუხა, ჭორაობის რეჟიმშია გადასული და ამ ჭორაობის დასასრული არის ის, რომ ჩვენს შვილებს ჩააცმევენ ჩექმას, ფარაჯას და გაუშვებენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს , - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ძალიან ნათელი ტაქტიკა და წინ საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლაა, რომელიც მხოლოდ თბილისს არ მოიცავს.

“ოპოზიციის მხარდამჭერი უნდა მონაწილეობდეს ძალიან მარტივ პროცესში - ან ჩვენ ყველა ერთად ვხდებით მძევლები და მძევლებთან ერთად, თანამონაწილეები იმისა, რომ დამოუკიდებელი საქართველოსგან ჩვენი სიცოცხლის პერიოდში, ჩვენს ეპოქაში, მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ მოქალაქეები, ივანიშვილი შექმნის საქართველოს სსრ-ს, მიუხედავად იმისა, შენ მხატვარი ხარ, გამყიდველი ხარ მაღაზიაში, ტაქსის მძღოლი ხარ თუ პოლიტიკოსი, ყველაზე გადანაწილდება ეს პასუხისმგებლობა. ოპოზიციის მხარდამჭერი ამ ბრძოლას უნდა ელოდოს, ეს გარდამტეხი მომენტები იქნება. რა თქმა უნდა, კულმინაციური მომენტი იქნება პარლამენტის შეკრება, მაგრამ ეს კულმინაციები და პიკები იქნება სხვადასხვა - ან იმ დღესვე, ან სხვა დღეს. მთავარი თემა არის, მოხდება თუ არ მოხდება საქართველოსგან საქართველოს სსრ-ს ჩამოყალიბება. ამ ნაწილში საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი იქნება ემოციურად სხვადასხვა რეჟიმში - ხან იქნება აღტაცებული, ხან იქნება იმედგაცრუებული.

ტაქტიკურად სხვადასხვა ვერსიები იხილება, თუმცა, ოპოზიციამ ჩამოაყალიბა ძალიან ნათელი ტაქტიკა, ეს არის ერთკვირიანი რეჟიმის ტაქტიკა, რომელშიც ორშაბათობით არის დიდი აქცია, კვირის სხვა დღეებში მიმდინარეობს მუხტის შენარჩუნება სხვადასხვა ტიპის აქციებით ქუჩებში. ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა. ხანგრძლივ ბრძოლაში, მთავარია, არ დაღალო მხარდამჭერები. არ უნდა მოხდეს ტემპერატურის ყოველდღიური აწევა, მნიშვნელოვანია დინამიკის შენარჩუნება. აქციები ასევე იქნება სხვა ქალაქებშიც”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, რთულია სხვადასხვა პარტიას შორის ერთიანი სტრატეგიით მუშაობა, თუმცა ოპოზიციონერმა ლიდერებმა დღეს ეს შეძლეს.

მარგველაშვილი ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიციის მიმართ უნდობლობა ნიშნავს რუსეთის იმპერიის ნაწილად ყოფნას.

„ძალიან რთულია, როდესაც შენ ერთი კვირის წინ იყავით არა მოწინააღმდეგე, მაგრამ კონკურენტი, დღეს დაჯდე ერთიან მაგიდასთან და იმუშაო წინააღმდეგობის მოძრაობისთვის ერთიანი სტრატეგიით. ეს ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლეს. ახლა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ, დაგეგმონ აქციები, დაგეგმონ პროცესი და ვენდოთ მათ არა იმიტომ, რომ იდეალურები არიან, არამედ იმიტომ, რომ თუ არ ვენდობით მათ, ჩვენ ვხდებით არა თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ გაიაზროს, რა დრამატული არჩევანის წინაშე დგას ამ მომენტში, განიხილავს იმას, ერთმა ლიდერმა რა თქვა, მეორემ რა უპასუხა, ჭორაობის რეჟიმშია გადასული და ამ ჭორაობის დასასრული არის ის, რომ ჩვენს შვილებს ჩააცმევენ ჩექმას, ფარაჯას და გაუშვებენ უკრაინის ომში რუსეთის მხარეს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა