მამუკა ხაზარაძე - სასამართლოში დაკითხვაზე როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, მაჩერებდნენ, აბა, რა აინტერესებთ?  - ეს ეპოქა დასრულდება!

საქალაქო სასამართლოში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა დასრულდა.

როგორც ხაზარაძემ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, ის, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, არის მომავლის ქურდობა.

მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი ფაქტებისა არვინ დასჯილა, გარდა ორი ადამიანისა, „რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები“.

„როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, იმ წუთშივე მაჩერებდნენ. როგორც კი შეფასების გაკეთებას დავაპირებდი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში - „არა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს“ - აბა, რა აინტერესებთ? აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და სხვას არ აქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს ( არჩევნებთან დაკავშირებით, მე სხვა თემებს არ შევხებივარ). მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვისაც აქვს შერჩენილი პრინციპულობა და სიმართლისთვის ბრძოლა, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა, რადგან აქ მარტო ჩემ შვილებზე არ არის საუბარი, აქ ყველას შვილებზე და მომავალზეა საუბარი.

რაც ჩატარდა, არის მომავლის ქურდობა. ფაქტები დევს სახეზე და ამდენი ხნის განმავლობაში არვინ დასჯილა, გარდა ორი ადამიანისა, რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები. ყველაფერზე უარი გვითხრეს. მე მეუბნებიან მამუკა ხაზარაძეს, რომ მე უნდა მოვიტანო სასამართლოში მტკიცებულებები. რატომ? იმიტომ, რომ ხალხმა დაინახოს, რომ მათაც დაიბარებენ. არ შეშინდეთ, ხალხო. ეს ეპოქა დასრულდება. დღეს სასამართლოში ვნახე ორი საქართველო: ვნახე ახალგაზრდები, საია, მომზადებული იურისტები. აქეთ ვნახე გვრიტიშვილი, ჩამყაყებული სასამართლო და „ჩინოვნიკები“, რომლებსაც ჩემი გადასახადებით ვუხდი ხელფასს, ისინი კი ქვეყანას ყიდიან.

ყველას მოგიწოდებთ, დადექით პრინციპულად, ამაზე უარესი გადაუტანია საქართველოს, ამასაც დავამარცხებთ. აუცილებლად ნახავთ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია არავის დაუჭერს მხარს, სადაც არის ოლიგარქია, სადაც არის კორუფცია და დემოკრატიული ცვლილებების უკუსვლა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე კიდევ დაიბარებენ სასამართლოში თუ დღეს დასრულდა დაკითხვა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ „დღეს დასრულდა“.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ