საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე WTM London 2024 ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს. საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარდგენილი.

ლონდონის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალების, დაჯავშნის უმსხვილესი პლატფორმებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორისაა: Trip Adviser, Bloomberg, National Geographic Traveller, Expedia, British Airways, Easy Jet, Euronews Skyup, Skyscanner, Wanderlust და სხვ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურის ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია განიხილება.

„WTM სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიმყოფებით ლონდონში 20-ზე მეტ ქართულ მსხვილ ტურისტულ კომპანიასთან ერთად, რომელიც ამყარებს პირად კონტაქტებს, ბიზნეს ურთიერთობებს იმისთვის, რომ ერთობლივად საქართველოში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ. სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები ავიაკომპანიებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ და მედია პლატფორმებთან, რომ საქართველოს პოზიციონირება მოვახერხოთ. გვაქვს შეხვედრები BBC- თან, Bloomberg-თან, სხვადასხვა ტიპის მედია პლატფორმებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, ბრიტანეთის ავიახაზებთან- EasyJet მარკეტინგული კამპანიების განსახორციელებლად“,- განაცხადა მაია ომიაძემ.

მათი ცნობით, გამოფენის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ B2B ფორმატში გამართონ შეხვედრები როგორც ბრიტანულ, ისე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის