არჩილ გორდულაძე - ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც აღმოჩნდა ხაზარაძე - ასევე, აქვთ გეგმა, რომ ამინდიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, თბილისის რომელ ქუჩაზე და უბანში გაისეირნონ

ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც აღმოჩნდა [მამუკა] ხაზარაძე - ასევე, აქვთ გეგმა, რომ ამინდიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, თბილისის რომელ ქუჩაზე და უბანში გაისეირნონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან ბარიერგადალახული ოპოზიციონერების გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ოპოზიციას სხვა მეტი არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვს იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, საფუძველი იმისა, რომ ქართველი ხალხი გააბრაზონ.”

„ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც აღმოჩნდა [მამუკა] ხაზარაძე. ასევე, აქვთ გეგმა, რომ ამინდიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, თბილისის რომელ ქუჩაზე და უბანში გაისეირნონ. ისეირნონ - ჩვენ კარგი ხეივნებიც გვაქვს გაკეთებული, შესაბამისი ინფრასტრუქტურად კარგად არის მოწყობილი. თუ სეირნობა მოუნდებათ, ისეირნონ, მაგრამ ისე, რომ კანონო არ დაარღვიონ. სხვა მეტი არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება, საფუძველი იმისა, რომ ქართველი ხალხი გააბრაზონ. ვისაც აბრაზებენ, მხოლოდ თავისი ამომრჩევლები არიან, რომლებიც გაუბრაზდნენ, რომ არ არსებობს მათ მიერ დასახული არცერთი გეგმა”, - აღნიშნა გორდულაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლს ამ პროცესში, გორდულაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და რგოლია.

„პრეზიდენტი არ შეიძლება ცალკე იყოს გამოყოფილი. სალომე ზურაბიშვილი იმ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” კლასტერის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და რგოლია, როგორიცაა ნიკა მელია, გვარამია, თინა ბოკუჩავა თუ სხვანი”, - განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გეგმებზე ისაუბრა. "მეკითხებიან, რა არის გეგმა? - გეგმა ვართ ჩვენ - გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს - ამ ფალსიფიცირებულ პარლამენტში არ შევალთ, ისხდებიან მარტო კეთროვანებივით", - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს