შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ, რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან - ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოვლენ, რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან - ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში შფოთვის და ისტერიისა გარდა, არაფერი მოუწყვიათ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქნებიან თუ არა ისინი საკანონმდებლო ორგანოში.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. ეს გვასწავლა ჩვენ მათ, შორის მე-10 მოწევის პარლამენტმა, რომელშიც ისინი გვიან შემოვიდნენ, მაგრამ მათ შემოსვლა-არშემოსვლას პარლამენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. გარდა შფოთვისა და ისტერიისა პარლამენტში არაფერი მოუწყვიათ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის და პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე მხრივ, მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, შემოვლენ. ამ მოწვევის პარლამენტითაც ეგ გვასწავლეს. შემოვიდნენ კი არა, 2021 წლის დეკემბერში გვეხვეწებოდნენ, რომ ის დაკარგული ხელფასები, რაც ჰქონდათ არშემოსვლის გამო, აღგვედგინა. დეკემბრის ბოლო რიცხვებში სპეციალურად შეიკრიბა ჯერ ხაზინართა საბჭო, შემდეგ სპეციალურად შევიკრიბეთ ბიურო, რომ ეს მათი მსუყე თანხები რაღაცნაირად მიეღოთ და ჩარიცხოდათ თავის ანგარიშებზე. ასე რომ ეს ხალხი, რა თქმა უნდა, შემოვა, იმიტომ, რომ მათ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ. მეორე - მათ რასაც ეტყვიან ისე მოიქცევიან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ასე ეტყვიან, რომ იქნება შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა