შალვა პაპუაშვილი უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე - ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა, სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში

[უცხოელი პოლიტიკოსები] ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა. სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში პროგრესი აქვს.

„ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ზოგიერთის მხრიდან აღქმების ჩამოყალიბების სურვილსა და ფაქტებს შორის სხვაობაა. გუშინ, როცა დონალდ ტრამპს გამარჯვება მივულოცე, მათ შორის, ისიც აღვნიშნე, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო პოლიტიკაშიც უფრო რეალობა წამოვა წინა პლანზე და რეალობა გაიმარჯვებს აღქმებზე, ამის დიდი იმედი მაქვს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, ვხედავთ განცხადებებს სხვადასხვა პოლიტიკოსების, უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან და რაღაცნაირად ისეა, რომ ბედიც ისეთია, რომ ზუსტად იმ დღეებში გამოვა სხვადასხვა ანგარიში, რომელიც სხვადასხვა ფაქტებს ეფუძნება და პირდაპირ ამხელს ამ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას. ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა, სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, კეთილდღეობისკენ მიმავალი საზოგადოება და სახელმწიფოა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს