შალვა პაპუაშვილი - ჩემთან პირად საუბარში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტების სიაში ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი - ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი

ჩვენ გარშემო გვივლიან სხვადასხვა არაპირდაპირი შემოვლითი არგუმენტებით. პირდაპირ თქვან, ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა საქართველოში, არის თუ არა ევროპული ღირებულება. კონკრეტულად, ევროკავშირის ბიუჯეტიდან საქართველოში თანხები იხარჯება ფარულად, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ფარულად ხარჯავს საქართველოში ფულს, მათ შორის, პოლიტიკაში და ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კითხვა მარტივია - აპირებს თუ არა ევროკავშირი თავისსავე ღირებულებებს მიჰყვეს და საკუთარი ბიუჯეტიდან საქართველოში მიმართული თანხები გაასაჯაროოს. მისივე განმარტებით, თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს საქართველოში შემოსულ ფარულ ფულს, ყველა ხედავს, ვინაიდან რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ეს არაერთხელ დადასტურდა.

„კითხვა არის მარტივი: აპირებს თუ არა ევროკავშირი, მიჰყვეს მისსავე გაცხადებულ ღირებულებებს და გაასაჯაროოს საკუთარი ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯები საქართველოში, აპირებს თუ არა მიყვეს მისსავე გაცხადებულ პრინციპებს და იყოს გამჭვირვალე მისი ფინანსები საქართველოში. ეს გვაინტერესებს და ამაზე გვინდა ჯერ პასუხი ევროპელი სხვადასხვა ჩინოსნებისგან და ამის შემდეგ მოგახსენებთ სხვა საკითხებსაც.

შეუძლებელია, ვსაუბრობთ ელემენტარულ საკითხებზე. სირცხვილიც კი არის 21-ე საუკუნეში გვიმტკიცებენ, პირდაპირ, რომ უნდა იყოს ფარული ფული, რომელიც იხარჯება საქართველოში. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს საქართველოში ამ ფარულ ფულს, ამას ყველა ვხედავთ, როდესაც აღმოვაჩენთ ხოლმე შემდეგ, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ეს არაერთხელ დადასტურდა. მე სხვა დროსაც მითქვამს, რომ ჩემთან პირად საუბარში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ ნახა მაგალითად, "ევროპის დემოკრატიის ფონდის" პროექტების სია და დამიდასტურა და დამეთანხმა იმაში, რომ ნამდვილად იქ ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ დაფინანსებებში, თუმცა, ჩემს თხოვნაზე, რომ იქნებ ჩემთვისაც ეჩვენებინა ეს სია, მე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მივიღე უარი საქართველოში დახარჯულ ფულზე. ამიტომ, ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც მართლაც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი, არამხოლოდ სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არამედ, საქართველოც, როგორც ევროპული ქვეყანა.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს