შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება - ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება - ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, ახლა შვედეთის საელჩოს შესაძლებლობა აქვს, რომ „პასუხისმგებლიანი დონორის სახით“ მოიქცეს.

„თითქოს დუბლირება და ერთი პირადობის მოწმობით სხვადასხვა ადგილზე ხმის მიცემა იყო შესაძლებელი, ეს დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პირით, რომლებიც დამკვირვებლების სახით წარმოდგენილი იყვნენ და შემდეგ სხვადასხვა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ამ ყველაფრის ახსნა გვიწევს. იმდენად გააჯინეს რაღაც ტყუილები, მათ შორის უცხოელებშიც, რომ გვიწევს ახსნა, რომ ტექნიკურად რაღაც შეუძლებელია. ამიტომ პასუხისმგებლობა [ეკისრებათ] არა ამ „ენჯეოებს“- ISFED-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“-ს, [არამედ] პასუხისმგებლები არიან მათი დონორები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ აფინანსებენ. ზუსტად, მათი პასუხისმგებლობაა!

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება, ეს დეზინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ან მისმა დონორმა - შვედეთის საელჩომ, გამოვიდეს და ეს დეზინფორმაცია უარყოს. ზუსტად, ასეთი დეზინფორმაციებია, რომელიც შემდეგ [ვრცელდება] საზღვარგარეთ მათივე სამინისტროებში და აქეთ გვეკითხებიან შემდეგ - რა არის სიმართლე და ტყუილი. აი, ახლა შვედეთის საელჩოს შეუძლია მოიქცეს პასუხისმგებლიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა და „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მოუწოდოს, რომ ეს დეზინფორმაცია უარყოს ან შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდეს და თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია, ვინაიდან მათმა ფულმა და დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა, რომ ეს ტყუილი საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარედ ვრცელდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება