ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დადასტურდა, რომ ჩარჩო კონვერტის გამოყენებით ფარულობა ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის პროცესში სრულად იყო უზრუნველყოფილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დადასტურდა, რომ ჩარჩო კონვერტის გამოყენებით ფარულობა ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის პროცესში სრულად იყო უზრუნველყოფილი.

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლახან გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმადაც არ დაკმაყოფილდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სააპელაციო საჩივრები და ასევე, კოალიცია „ჩემი ხმის“ საჩივრები. ასევე, მეორეს მხრივ დაკმაყოფილდა საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების, წალკისა და თეთრიწყაროს, სააპელაციო საჩივრები. აქედან გამომდინარე, გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისი არგუმენტაცია, მათ შორის, ჩვენ მიერ გაჟღერდა სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილია ცნობილი. შესაბამისად, სასამართლო რა არგუმენტაციას ეყრდნობოდა გადაწყვეტილების მიღებისას, ჩვენთვისაც უცნობია. რაც შეგვიძლია გავაჟღეროთ არის ის, რომ როგორც ახლა, ასევე სხვა პერიოდში დასტურდებოდა და დასტურდება ის, ჩარჩო კონვერტის გამოყენებით ფარულობა ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის პროცესში სრულად იყო უზრუნველყოფილი. ამავდროულად, პირველი ინსტანციის დროს საქმის განხილვისას ჩვენ ასევე, მივუთითებდით ფარულობის პრინციპის დაცვაზე. საბოლოო ჯამში, სააპელაციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში რა არგუმენტაციასაც ეყრდნობოდა, ეს, ამ ეტაპზე, ჩვენთვისაც უცნობია.

ამასთან, განხილულ იქნა ყველა შემთხვევა და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ იმგვარი დარღვევები, რომელიც მაგალითად ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა გიორგი სანტურიანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო