Visit Georgia-ს წარმომადგენელი - WTM London-ის გამოფენა ძალიან დიდ პერსპექტივას გვაძლევს მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს. WTM London 2024-ზე 21 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს წარმომადგენელი ანა მაცაბერიძე აფასებს.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ გამოფენაზე, მათ შორის, WTM-ზეც, რომელიც ლონდონში იმართება. ეს გამოფენა გვაძლევს ძალიან დიდ პერსპექტივას არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაგვიცნოს და გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება“,- განაცხადა ანა მაცაბერიძემ.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება