ვოლოდიმირ ზელენსკი - სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ, მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა - სიძლიერეს ერთიანობა სჭირდება

მოდით, საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპას ძლიერი ამერიკა სჭირდება და პირიქით.

„კონცეფცია „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ უკვე გამოცდილია და ახლა იგი აუცილებელია. სისუსტის გამოვლენა ან ევროპის პოზიციების დათმობა არ მოგვცემს საშუალებას სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა. გუშინ მე პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. პროდუქტიული საუბარი იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკა კიდევ გაძლიერდება. სწორედ ასეთი ამერიკა სჭირდება ევროპას და ამერიკას ძლიერი ევროპა სჭირდება. ეს არის კავშირი მოკავშირეებს შორის, რომელიც უნდა დაფასდეს და მისი დაკარგვა არ შეიძლება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ბოლო სამიტის შემდეგ რუსეთის ომი მნიშვნელოვნად გამწვავდა და ეს ესკალაცია რუსეთმა გამოიწვია.

„ახლა ჩრდილოეთ კორეა ევროპაში ომს აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ევროპის მიწაზე ჩვენი ხალხის მოკვლას ცდილობენ. ძლიერი ევროპის ალტერნატივა არ არსებობს. სიძლიერეს ერთიანობა სჭირდება. რუსეთს ეს ომი იმიტომ არ დაუწყია, რომ ახალი ტერიტორიები სჭირდებოდა. რუსეთს სხვაზე მეტი მიწა აქვს. მათ გლობალური ძალაუფლება სურდათ, უკრაინაზე კონტროლის მოპოვებით დაწყება და შემდეგ მთელ ევროპაზე, როგორც ეს საბჭოთა ან იმპერიული მმართველობის დროს იყო. ჩვენ რუსეთის ომის შეჩერება და სხვა გამოწვევებზე პასუხის გაცემა ერთად შეგვიძლია. ეს ევროპას შეუძლია და არა რომელიმე ცალკეულ ლიდერს. მოდით, ერთად დავიცვათ ჩვენი საერთო ინტერესები და ჩვენი საერთო ინტერესებისთვის ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვიმუშაოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე