ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს მალე ვადა გასდის ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან

სალომე ზურაბიშვილს გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში, სალომე ზურაბიშვილის ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში