პრემიერი - სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად

სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება - ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თქვა უარი, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად.

„ერთადერთი კონკრეტული მოწოდება იყო მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, ცესკომ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მეორე დღეს აღძრა საქმე, დაიწყო გამოძიება, შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ ამაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა უარი, მან არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება. რატომ არ გაითვალისწინა, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, ვინაიდან არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს