ირაკლი კობახიძე - მე და ზელენსკი ერთმანეთს მივესალმეთ - საუბარი არ გვქონია

მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ - საუბარი არ გვქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ კითხვა შეეხებოდა, ჰქონდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაცია.

„მე და ზელენსკი, მე და ერმაკი ერთმანეთს მივესალმეთ. ჩვეულებრივად მივესალმეთ ერთმანეთს. საუბარი არ გვქონია, ერთმანეთს მივესალმეთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიულოცეს პარტნიორებმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, კობახიძე განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მილოცვები არ არის მიღებული პრაქტიკა.

„მილოცვები მოდის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პრეზიდენტი იგებს არჩევნებს და მთავრობის ფორმირების შემდეგ თუ ტარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არის მიღებული პრაქტიკა.

მეორე, განცხადებებში აშკარად ჩანს უსამართლობა. მოლდოვაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა არჩევნები, იქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, საქართველოში ბევრად უფრო ხარისხიანად ჩატარდა არჩევნები, აქ არის განსხვავებული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უსამართლო განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში