მეთიუ მილერი - არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის შთანთქმის გაგრძელებაზე

ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის მტკიცებულებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის უარი თქვას უკრაინის ტერიტორიის მითვისების გაგრძელებაზე.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა.

„შეგიძლიათ უბრალოდ შეხედოთ განცხადებებს, რომლებსაც ის აკეთებს - არ გვინახავს ვლადიმერ პუტინის მხრიდან რაიმე მინიშნება, რომ მზადაა უარი თქვას თავის მოთხოვნაზე - გააგრძელოს უკრაინის ტერიტორიის შთანთქმა. დარწმუნებული ვარ, არის მოლაპარაკება, რომელსაც პუტინი დაეთანხმება - სადაც მიიღებს ყველაფერს, რაც სურს და უკრაინა ვერ მიიღებს ვერაფერს, რისი უფლებაც კანონის მიხედვით აქვს, მაგრამ ეს არ არის მოლაპარაკება, რომლითაც პრეზიდენტი ზელენსკი დაინტერესებულია და არც უნდა იყოს“, - აღნიშნა მილერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.

გარდა ამისა, მისი თქმით, ომის სწრაფი დასრულება, რისი დაპირებაც დონალდ ტრამპმა გასცა, უკრაინისთვის აუცილებლად გარკვეულ დანაკარგებს ნიშნავს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე