ისრაელის პრეზიდენტი - ამსტერდამის შუაგულში ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ანტისემიტური „პოგრომი“ მიმდინარეობს

ვხედავთ საშინლად შოკისმომგვრელ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც, 7 ოქტომბრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ აღარასოდეს ვნახავდით: ანტისემიტური "პოგრომი", რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თელ-ავივის „მაკაბის“ გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამის შუაგულში, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები.

„ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დაიცვას თავისუფლების ღირებულებები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობებს შორის თანამშრომლობას და მჯერა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელისა და ებრაელის დასაცავად, ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად და მათ წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, - აცხადებს ისააკ ჰერცოგი.

შეგახსენებთ, ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ისრაელის 3 მოქალაქის ადგილმდებარეობის დადგენა ვერ ხერხდება. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაზარალებული მოქალაქეების ევაკუაციისთვის ნიდერლანდებში ორ თვითმფრინავს აგზავნიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს