უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 4 რაკეტა და 62 დრონი ჩამოაგდო

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით, „ხ-59/69“ ტიპის 4 მართვადი საავიაციო რაკეტითა და 92 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა თავდასხმა რუსეთის ფედერაციის როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებიდან, კურსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, ორიოლის და ოკუპირებული ყირიმის მიმართულებიდან განახორციელეს.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მტრის ტაქტიკურმა ავიაციამ მართვადი ბომბებით შეტევა განახორციელა ხარკოვისა და სუმის ოლქებზე.

„ამ დროისთვის დადასტურებულია „ხ-59/69“ ტიპის 4 მართვადი რაკეტისა და 62 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ოდესაში, ნიკოლაევში, კიევში, სუმში, ხარკოვში, პოლტავაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში. უკრაინის სხვადასხვა ოლქში ლოკალურად დაიკარგა მტრის 26 დრონი. ერთი უკრაინის საჰაერო სივრცეშია. საბრძოლო მუშაობა გრძელდება!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს