ხათუნა ბურკაძე - აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უნდა შევძლოთ ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება უნდა შევძლოთ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, - ამის შესახებ პროფესორმა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დემოკრატიის უკუსვლა უნდა დასრულდეს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნებზე რეალურად ფოკუსირება უნდა მოხდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და, ამავდროულად, სტრატეგიული მოკავშირეა თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში. შესაბამისად, მშვიდობის დასაცავად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებული ამოცანების განსახორციელებლად და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის საჭიროა, ყველა იმ გადაწყვეტილებას გადავხედოთ, რომლებიც საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობისათვის შემაფერხებელ ფაქტორებად იქცნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობისათვის აუცილებელია ვაჩვენოთ, რომ მზაობა გვაქვს ხელი შევუწყოთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისათვის გადამწყვეტია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად. დემოკრატიის უკუსვლა უნდა დასრულდეს და უნდა შევძლოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნებზე რეალურად ფოკუსირება“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს