ანა წითლიძე - მთელმა საქართველომ იხილა ირაკლი კობახიძე დასჯილი პატარა ბავშვით როგორ იჯდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე - „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვნები იქნებიან

მთელმა საქართველომ იხილა ირაკლი კობახიძე დასჯილი პატარა ბავშვით როგორ იჯდა ამ შეხვედრაზე, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტში მონაწილეობა.

როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვნები იქნებიან იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ“.

„კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, რაც არჩევნებზე მოხდა. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე იქნება „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ლიდერის მისამართით, რომელიც მონაწილეობდა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია არჩევანი და რომელიც მონაწილეობდა იმ სპეცოპერაციაში, რასაც ე.წ არჩევნები ჰქვია. სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაშინების, პირადობების წართმევით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ათასგვარი მანიპულაციით არჩევანის შესაძლებლობა წაართვეს. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ ისინი იქნებიან კეთროვნები საერთაშორისო ასპარეზზე იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს.

„მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს“, - აღნიშნა მაკრონმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა