ირაკლი კობახიძე - საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები - მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, თუ არ შემოვა, პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მეტი სიმშვიდე

არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ შეჯამდება. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის არჩევნები ჩატარდა.

„თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მთავრობის შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ პარალელური დღის წესრიგი შექმნან, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა ჰქონდათ, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები. გახსოვთ მაშინ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება. დღეს ამის არავითარი რესურსი აღარ არსებობს. პროცესები ჩვეულებრივად გაგრძელდება, ჩვეულებრივად შედგება პარლამენტის პირველი სხდომა და მთავრობას ნდობა გამოუცხადდება. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც პროცესები განვითარდება“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ არჩევნებს იგებდა, მაგრამ დღეს თავს იმართლებენ.

„ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს უმტკიცებდა, რომ ისინი არჩევნებს იგებდნენ და დღეს თავის მართლება უწევთ. ეს არის თავის მართლების ფორმა. საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა. რეალურად, იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 ათასზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ამის საფუძველი არაფერი იყო. შემდეგ 200 ათასზე ჩამოვიდნენ, როცა ნახეს, რომ ჭარბ რიცხვებზე საუბრობდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხარისხობრივად შშ-ის და მოლდოვის არჩევნებს ბევრად აღემატებოდა.

„სინამდვილეში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ იგივე მოლდოვის, აშშ-ის არჩევნები. ხარისხობრივად, ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა. ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის აზრით, ოპოზიცია პარლამენტში შევა.

"მგონია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ. განცხადება მედიასთან პრემიერ მინისტრმა.

კობახიძე აქვე დასძინა, რომ არც მათ შესვლას და არც არშესვლას არავითარი ფასი არა აქვს, რადგან ოპოზიციას არავითარი რესურსი, საპარლამენტო ცხოვრებას რაიმე სარგებელი მოუტანონ, არ გააჩნია.

“რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება. არც მათ შესვლას და არც არ შესვლას არავითარი ფასი არა აქვს - თუ არ შევლენ ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში იქნება მეტი სიმშვიდე, თუმცა სიმშვიდეს ასედაც და ისედაც დავიცავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა