პრემიერი - კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ფართო რეგიონში საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით ფართო რეგიონში საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ევროპის სამეულში, მსოფლიოს სამეულში გავიდეთ უახლოესი წლების განმავლობაში და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირებულიყო კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. იგივე კანდიდატი ქვეყნები რომ ავიღოთ, თქვენ იცით, რამხელა პრობლემებია იგივე უკრაინაში, მოლდოვაში, სხვა ქვეყნებზე აღარ ვისაუბრებ. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს შორის ვიყოთ ლიდერი და არა მხოლოდ 7-8 ქვეყანას გავასწროთ ევროკავშირში, არამედ მოვხვდეთ მსოფლიო ქვეყნების სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ამისთვის ყველანაირი საფუძველი არსებობს და ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს