შალვა პაპუაშვილი - როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან - ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის  დიპლომატების იმედად, ამიტომ უთხრა ხალხმა მათ უარი

როცა ქართველი ხალხი მათ მოწოდებებზე არ გამოდის და გვერდში არ უდგება, მიდიან უცხოელებთან. ასეთი პარტიები გვყავს, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის დიპლომატების იმედად, ასე იყვნენ სულ, ასე არიან და ამიტომ უთხრა ქართველმა ხალხმა მათ უარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნის ლეგიტიმაციას ელიან და სწორედ ამიტომ არ ჩაატარეს წინასაარჩევნო კამპანია.

„ამ პარტიებს, რომლებიც დადიან ოფის-ოფის უცხოელებთან ქართველი ხალხის იმედი არ აქვთ. ამიტომ იყო, რომ მათ კამპანია არც კი ჩაატარეს, სადმე გინახავთ? რეგიონში დადიოდნენ, ხვდებოდნენ ვინმეს სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, უბან -უბან დადიოდნენ და ქართველ ხალხს ხვდებოდნენ თუ დადიოდნენ ერთი საელჩოდან მეორე საელჩოში, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, რომ ელაპარაკათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან, იმიტომ, რომ მათგან ელიან ისინი ლეგიტიმაციას და არა ქართველი ხალხისგან. როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცეს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ყველაფერს ქართულს უარყოფს, რომელიც ისტორიას ხაზავს, რომელიც ეკლესიას ებრძვის, რომლისთვისაც ქართული ინტერესი საერთოდ არაფერი არ არის, დღესვე პირდაპირ სხვა ქვეყნის ინტერესზე ისე გაცვლიან, როგორც არაფერი, როგორც ეს გააკეთეს 2022 წლის მარტში, როდესაც გამოცვივდნენ ქუჩაში და ითხოვდნენ, რომ ქართველები გაგვეგზავნა უკრაინაში საომრად, იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა და მათთვის უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ქართველი ერის ინტერესს, საქართველოს ინტერესს და ქართველების სიცოცხლეს, რაც მთავარია და პირდაპირ უნდოდათ, რომ თვითმფრინავებით გაეგზავნათ ქართველები ომში საომრად უკრაინაში, იმიტომ, რომ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა. მათთვის საქართველო არ არის ფასეულობა, მათთვის არ არის ქართლი დროშა, ქართული ჰიმნი, ვხედავთ რა დროშებს აფრიალებენ, ვხედავთ რა ჰიმნებს მღერიან და ვის კაბინეტებსა და ოფისებში დადიან ეს ადამიანები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო