შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ არნახული მასშტაბის ჩარევა არჩევნებში, უცხოელი ჩინოსნები, მათ შორის დიპლომატები, პირდაპირ ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ

ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოურ ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ პოლიტიკოსები და უცხოელი ჩინოსნები, მათ შორის დიპლომატები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, პირდაპირ ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ „ ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხის ხმა იყო საკმაოდ მჭექარე საიმისოდ, რომ ვიღაცამ მისი წაყრუება მოინდომოს.

პაპუაშვილის თქმით, გაუგებარი რატომ ითხოვენ ე.წ. ლგბტ და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას.

„საინტერესო და მართლაც დამაფიქრებელია, რატომ ამახვილებენ არჩევნების კონტექსტში ამ ორ კანონზე ახლა ყურადღებას. რა კავშირი აქვს ამას საერთოდ არჩევნებთან? როგორც ჩანს, ვიღაცებს ეს კანონები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი, დემოკრატიული განვითარება და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ძალიან აწუხებთ ის, რომ მათი ფინანსები გახდება გამჭვირვალე საქართველოში და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხა. თანხები, რომელზეც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არის დახარჯული. აღმოჩნდება, რომ თურმე, ეს თანხები არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული. სამწუხაროდ, საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ ცნობილია თავისი ფარული ფინანსებით საქართველოში. რამდენჯერმე სკანდალურად გახდა ცნობილი, რომ ისინი რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებდნენ, ასევე პარტიებს, რაც წარმოადგენს როგორც ქართული კანონმდებლობის, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დარღვევას. მგონი, ზოგმა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვერ გაიგო რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს არჩევნები, მათ შორის ზოგიერთმა უცხოელმა რეფერენდუმად შერაცხა. ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ პოლიტიკოსები და უცხოელი ჩინოსნები, მათ შორის დიპლომატები, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, პირდაპირ ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ „ ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ. ამით ერეოდნენ ქართულ პოლიტიკაში. ეს ხალხი ამ არჩევნებში დამარცხდა. ქართველმა ხალხმა, მათ შორის მათაც გასცა პასუხი ყველა მცდელობაზე, რომ თავს მოეხვიათ ქართველებისთვის თავისი არჩევანი. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე საიმისოდ, რომ ვიღაცამ მისი წაყრუება მოინდომოს. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება