პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - იკვეთება ცესკო-ს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა

აშკარად იკვეთება ცესკო-ს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი.

„პროკურატურამ საბოლოოდ მძევლად აიყვანა არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - იმ ამომრჩეველთა სიები, ვინც ვერიფიკაცია გაიარა, რომლის გასაჯაროებასაც 29 ოქტომბრიდან ვითხოვდით.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სარჩელი ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების დაცვაზე იმ მოტივით, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა.

პროკურატურამ სიები ფაქტობრივად დააყადაღა. მანამდე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი განცხადება ამ მტკიცებულების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე და სიების გასაჯაროებაზე.

აშკარად იკვეთება ცესკო-ს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა. ამაზე მიუთითებს მოვლენების ქრონოლოგიაც: როგორც კი 29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება, პროკურატურამ ცესკოს მითითებით 30 ოქტომბერს სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. ხოლო როგორც კი 1-ელ ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობით ამ მტკიცებულების დაცვაზე, პროკურატურამ სასწრაფოდ დააყადაღა მტკიცებულებები. დღეს კი, სასამართლომ ამ არგუმენტზე დაყრდნობით, სარჩელი დაუშვებლად ცნო.

ცესკო-ს მიერ სიების გასაჯაროების გაჭიანურების და ცესკო-ს, პროკურატურის და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედების შემდეგ, აღნიშნული სიების ახლა, ან მომავალში გამოქვეყნების შემთხვევაში, უკვე იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი სიებთან დაკავშირებულ შესაძლო მანიპულაციებზე. სიმართლის დადგენა მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებით იქნება შესაძლებელი”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის