საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შემეცნებითი ტური გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პირველი ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გამართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივას ილია ჭავჭავაძის, მწერლისა და პუბლიცისტის, მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დაიწყო და 14 ნოემბრამდე გასტანს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას უკეთ გააცნობს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას. ღონისძიებათა ციკლი მიზანმიმართულად დავიწყეთ ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, პოეტმა და პუბლიცისტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ იმართებოდა ცნობილი „ხუთშაბათობები“, აქ იბადებოდა და იწერებოდა ილიას ნააზრევი, რაც დღეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. აქ იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ „ივერიამ“ დიდი როლი ითამაშა როგორც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში, ასევე ევროპეიზმის იდეის დამკვიდრებაში. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფხიზლად იდგა ქართული ზნეობისა და იდეოლოგიის მცველად. ის ყურს უგდებდა თავისი „ქვეყნის ძარღვის ცემას“, ნატრობდა ევროპაში მოზეიმე „ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ გაეგონა საქართველოში. დღეს, დიდი საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 184 წლის შემდეგ, ქართველი ერი, წმინდა ილია მართლის სამშობლო დამოუკიდებელი და თავისუფალია. დღეს, როგორც არასდროს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ილიას წარსულისაგან შობილმა აწმყომ შვა მომავალი, რომელსაც ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით მივყავართ. ჩვენი, პედაგოგების ვალია მომავალ თაობებს გადავცეთ ილიას მოძღვრების ბრწყინვალება ისე, რომ მათ შეძლონ მამულისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის დაუღალავი სწავლა და შრომა - ეს არის „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“, რომელიც უკეთესი მომავლის გარანტიაა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის თქმით, ილია ჭავჭავაძის კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ჩატარებული შემეცნებითი ტურის შემდეგ, ფაკულტეტი გეგმავს სამეცნიერო კონფერენციის და საჯარო ლექციების ჩატარებას.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს