„გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ კატალოგი “მხატვრის თვალით დანახული გორი” დაბეჭდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით „გორის ფოტოგრაფთა კლუბმა“ კატალოგი “მხატვრის თვალით დანახული გორი” დაბეჭდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წიგნის პრეზენტაცია სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კატალოგის შექმნის იდეა მუზეუმის მრჩეველ-კონსულტანტს, გორის საპატიო მოქალაქეს თინათინ სოსანიძეს ეკუთვნის.

ჩვენი ქალაქის ისტორია საუკუნეებს ითვლის. გორის ხედები სხვადასხვა ეპოქის არაერთი მხატვრის ტილოებზეა აღბეჭდილი. გორის ფოტოგრაფთა კლუბმა შეაგროვა 40-ზე მეტი მხატვრის 150-მდე ნამუშევარი, გააციფრულა და ერთ კატალოგში მოუყარა თავი.

"ეს წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩვენი ქალაქისთვის. დღეიდან, ბევრად მეტ ადამიანს ექნება აქ წარმოდგენილი ნამუშევრების გაცნობის საშუალება, რაც იმას ნიშნავს ბევრად მეტი ადამიანი შეძლებს ჩვენი ქალაქის საუკუნოვანი კულტურის გაცნობას. გორის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და დააფინანსებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს”, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.

პროექტი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის