დავით კირთაძე - მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ

მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ცესკომ მისცა, რის შესახებაც ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ, - ამის შესახებ ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

„ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ინფორმაცია მივაწოდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული არასამართლებრივი გადაწყვეტილებები შესახებ - არჩევნების გამოცხადების დღიდან - არჩევნების დღემდე, რამაც შემდგომში მმართველ პარტიას მანიპულაციის საშუალება მისცა და საბოლოო ჯამში არჩევნების დღეს ყველამ გაყალბების მეთოდები ვიხილეთ”, - განაცხადა დავით კირთაძემ.

ცნობისთვის, ცესკოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები ENEMO, IRI, NDI და ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ;

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ