ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას.

„ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ვხვდებით ყველაზე მთავარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, მათ შორის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და NMO-ს წარმომადგენლებს. ეს იყო ჩვენი ინიციატივით, გამომდინარე იქიდან, რომ ცესკოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იზოლაციონისტური პოლიტიკა ოპოზიციონერი წევრების მიმართ, ისინი პრაქტიკულად არასდროს არ გვაძლევდნენ იმის შესაძლებლობას, როდესაც უწყებაში მოდიოდნენ ხოლმე საერთაშორისო მისიები, რომ მათთვის რეალური სურათი დაგვენახებინა. ჩვენ ჩვენი პირადი და პარტიული ხაზებით, რა თქმა უნდა, ვაწვდიდით მათ ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა არჩევნებიდან როდესაც გასულია უკვე 2 კვირა, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გამოვლინდა ამ დღეებში, ის მიგნებები და დასკვნები, რათა მათ შეფასებებში და საბოლოო ანგარიშებში სრულად აისახოს იმ დარღვევების და მიტაცებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ფარულობის პრობლემა არის პირველ რიგში, რომელზეც არავინ დავობს და აგრეთვე ის ცალკეული დარღვევები, რომლებიც მრავლად არის დოკუმენტირებული, აგრეთვე ის სქემები, რომლებიც შეეხება ტექნოლოგიზებულ კარუსელს, რომელიც არის მთავარი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები გაიხსნას - ამას ითხოვენ პარტიები, ამას ითხოვენ მნიშვნელოვანი და რეალური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ტექნოლოგიზებულ უბანზე, 2263 უბანზე, სადაც არის ამომრჩეველთა 90% კონცენტრირებული, ფარულობა იყო უდავოდ დარღვეული, ეს არის საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისა“, - განაცხადა სიორიძემ.

უცხოელი დამკვირვებლებისთვის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ასევე ინფორმაციის მიწოდების შესახებ ისაუბრა ცესკო-ში „გირჩის“ წარმომადგენელმა, ბორის სოლომონიამ.

„შეხვედრა გვქონდა უცხოელ წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან. ვესაუბრეთ, იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე შევამჩნიეთ, მთავარ საკითხზე, რომ ფარულობა იყო აშკარად დარღვეული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდეთ, ასევე მივაწოდეთ ვიდეომასალა, რაც ნაჩვენები იყო არჩევნებამდე, რომ ამომრჩევლებისთვის „გაიდლაინები“ იყო მიწოდებული და მას შემდეგ, ახალი „გაიდლაინები“ როგორ ჩაიწერა. ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენეთ უცხოელ დამკვირვებელს. რაც შეეხება მათ წარმოდგენებს, ეს უკვე ჩვენ კომპეტენციას სცდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და დაახლოებით ორ თვეში გვეცოდინება, მთლიანად როგორ შეაფასებენ ამ პროცესს“-განაცხადა ბორის სოლომონიამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში