ბოლივიის საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ბოლივიის საკონსტიტუციო სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევო მორალესი, რომელიც ბოლივიას 2006-დან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა, მის კონკურენტ და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, ლუის არსესთან ერთად, პარტიის „მოძრაობა სოციალიზმისთვის“ ნომინაციის მოსაპოვებლად იბრძოდა.

ბოლივიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს მხოლოდ ორი ვადით შეუძლია თანამდებობის დაკავება და არ აქვს მნიშვნელობა იგი ზედიზედ იქნება თუ არა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მორალესს ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობა ორი ვადით ეკავა, სასამართლომ მას მესამე ვადით დარჩენის უფლება მისცა, რადგან მისი პირველი ვადა ქვეყნის კონსტიტუციის გადაწერას წინ უსწრებდა. ევო მორალესმა 2019 წელს კენჭი მეოთხე ვადით იყარა, თუმცა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ქვეყანაში არეულობა დაიწყო, რის შემდეგაც იგი 10 ნოემბერს გადადგა და ბოლივია დატოვა. მოქმედი პრეზიდენტი, ლუის არსე ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2020 წელს აირჩიეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის