მამუკა ხაზარაძე - როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია - თუ ერთად დავდგებით, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს

როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, იმ წუთას პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია - თუ დავდგებით ერთად და კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც საპროტესტო მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წარმატება ახლა ხალხის ხელშია.

„როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ (ახლა კარგად გრძნობენ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება), იმ წუთას პანიკაში ვარდებიან. ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია, რადგან დარჩა რის ამარა - მთავრობის, რომელიც ტერორისტების გვერდით მდგომია - „ჰამასის“, „ჰეზბოლას“; ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ილაშქრებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ (მინდა, მათ ანაკლიის ჩაგდებული პროექტი გავახსენო). შეერთებულ შტატებში ის პრეზიდენტი მოვიდა, რომლის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ანაკლიის პროექტის მშენებლობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩინეთი და რუსეთი საქართველოს მეგობრები არ არიან. უნდა გავიხსენოთ, სად ვდგავართ. ვდგავართ ისტორიის გასაყარზე. წარმატება მხოლოდ ჩვენს ხელშია. თუ დავდგებით ერთად (კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ), ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს. ამ ისტორიულ მომენტს ვერ გავუშვებთ ხელიდან, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, სტაბილურ, მშვიდობიან გარემოში, რასაც ევროპა ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან