ლანა გალდავა - საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას

"ქართულმა ოცნებამ" მაინც ვერ მოიგო თბილისი, დამარცხდნენ, ამიტომ საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას, - ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, აქციებისა და მსვლელობების მიზანი ხელისუფლებისთვის დისკომფორტისა შექმნა და ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

"ჩვენ, ოპოზიციამ მოვიგეთ არჩევნები, ჩვენმა ხალხმა მოიგო არჩევნები, მიუხედავად კრიმინალური სპეცოპერაციისა, რომელსაც ხმების მიტაცება ჰქვია. მათ ["ქართულმა ოცნებამ"] მაინც ვერ მოიგეს თბილისი, დამარცხდნენ, ამიტომ საპროტესტო აქციები თბილისიდან უნდა დავიწყოთ და ყოველდღიურად უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ხელისუფლებას იმისათვის, რომ გავაგონოთ ქართველი ხალხის მრავალჯერ ნათქვამი არჩევანი, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია",- განაცხადა ლანა გალდავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება