თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა უნდა შეისმინოს, რომ პოლიტიკური ნორმალიზებისთვის ერთადერთი მოსალაპარაკებელი საგანი ქვეყანაში ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ივანიშვილმა უნდა შეისმინოს, რომ ერთადერთი მოსალაპარაკებელი საგანი ქვეყანაში პოლიტიკური ნორმალიზებისთვის, ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, - ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი შეფასებით, საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას ეკონომიკური იზოლაციაც მოჰყვება და მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ამგვარ პირობებში არსებობა გაუჭირდება.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ პარალელურად ორ ასპარეზზე, ერთი მხარეა საერთაშორისო, სადაც უნდა შევინარჩუნოთ არ აღიარების პოლიტიკა ამ არჩევნების. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის მეორე მხარე, რომელიც ადგილობრივი ასპარეზია, შეუგუებლობა არჩევნების ტოტალური მოპარვის მცდელობასთან, ამისთვის მუდმივი აქციები და მსვლელობებია საჭირო. ივანიშვილმა უნდა შეისმინოს, რომ ერთადერთი მოსალაპარაკებელი საგანი ქვეყანაში პოლიტიკური ნორმალიზებისთვის, ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ხელისუფლებისთვის ეს რთული მოცემულობაა, რადგან პოლიტიკურ იზოლაციას, ეკონომიკური იზოლაციაც ახლავს თან, რომელიც ძალიან მალე დაეწევა ბიძინა ივანიშვილს. შეიძლება შეიზღუდოს საზღვარგარეთიდან გზავნილები, რაზეც რეალურად საქართველოს ეკონომიკა დგას, საერთაშორისო ინვესტიციებზე საუბარიც აღარ არის. ამას ექნება უკიდურესად მძიმე შედეგები საქართველოსთვის. ივანიშვილისთვის რთული იქნება ამგვარ იზოლაციაში დიდხანს გაძლება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს