ლევან ცუცქირიძე - ჩვენ თუ გავჩერდებით, ეს ქვეყანაც გაჩერდება და დამყარდება ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იქნება კორუმპირებული "რუსკი მირის" ნაწილი

ჩვენ თუ გავჩერდებით, ეს ქვეყანაც გაჩერდება და დამყარდება ერთპარტიული დიქტატურა, რომელიც იქნება რუსული, კორუმპირებული "რუსკი მირის" ნაწილი. აღარ იარსებს თავისუფლება, ეკონომიკური განვითარება და ვიქნებით ჩამორჩენილი სახელმწიფო, რომელიც ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია, - ამის შესახებ საპროტესტო მსვლელობისას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო და საშინაო ლეგიტიმაციის დაკარგვა "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანას გაურთულებს.

"ეს ბრძოლა არ არის რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკოსის, არამედ ეს ბრძოლა არის იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი ჰქონდეს და ჩვენ ვირჩევდეთ თუ ვინ უნდა მართავდეს ქვეყანას დროებით. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის გადაწყვეტის უფლება, რომ ქვეყანა თავის კერძო საკუთრებად აქციოს.

ამ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა გაუჭირდება იმიტომ, რომ შიდა ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. საგარეო იზოლაცია გარდაუვალია, ეს კი ხელისუფლებას ყველა კარს ჩაუკეტავს და საერთაშორისო ურთიერთობების წარმოება შეუძლებელი გახდება.

ბიძინა ივანიშვილი თავის ფულს არ დახარჯავს, არ ეყოფა ის რესურსები, რომელიც აქვს",- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები