სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა საჰაერო იერიში ლიბანის სანაპირო ქალაქ, ტვიროსში განახორციელა, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე, 46 დაშავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს